ყიდვიდან გარანტიის ვადის ამოწურვამდე ნებისმიერი ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში უფასო შეკეთებას.
საგარანტიო მომსახურება არ არის გათვალისწინებული შემდეგშემთხვევაში
გასულია პროდუქტის საგარანტიო მომსახურების ვადა;
არ არის წარმოდგენილი ან დაკარგულია საგარანტიო ტალონი;
საგარანტიო ტალონში პროდუქტის მონაცემები წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია;
პროდუქტის ყუთზე ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება სერიული ნომერი;
დაზიანებული ან ამძვრალია პროდუქტზე არსებული პლომბი ან ლუქი;
მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით;
პროდუქტს აღენიშნება ვიზუალური დაზიანება;
პროდუქტი დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვამიზნით;
დაზიანება გამოწვეულია პროდუქტის მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევის გამო;
დაზიანება გამწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმის დანესტიანებით, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის ან მოხმარების წესებისა და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ არაკვალიფიციური სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარებით.
მყიდველი ვალდებულია
შეისწავლოს მოწყობილობის ექპლუატაციის პირობები და მოხმარების წესები;
დაუკავშირდეს გამყიდველს და დაზიანებული მოწყობილობა წარადგინოს გარანტიის ვადის ამოწურვამდე.
გამყიდველი ვალდებულია
შეუმოწმოს მყიდველს მოწყობილობა უშუალოდ ყიდვის დროს მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე;
ჩაუტაროს გარანტიის მიხედვით აღებული ვალდებულებით ნაკისრიმომსახურება საგარანტიო ვადის ამოწურვამდე.
მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს
პროდუქტის შეცვლა, თუ ყიდვის მომენტში დაფიქსირდა ვიზუალური დეფექტი. აუცილებელია, ნივთის ვიზუალური დათვალიერება ყიდვის მომენტში კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით, ვინაიდან მომავალში ვიზუალური დეფექტის გამო მოწყობილობა აღარ შეიცვლება. მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს პროდუქტის შეცვლა, თუ ნივთი გამოყენებულია;
პროდუქტის შეცვლა მისი გადაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, თუ ფიქსირდება ქარხნული დეფექტი. ამ შემთხვევაში, შენარჩუნებული უნდა იყოს პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშე და პროდუქტი წარმოდგენილი უნდა იყოს სრული კომპლექტაციითა და დაუზიანებელი ყუთით;
პროდუქტის შეცვლა, თუ იგი ვერ შეკეთდა ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ამ შემთხვევაში ნივთი შეიცვლება იდენტური მოწყობილობით. თუ შეუძლებელია იდენტური მოწყობილობით ჩანაცვლება, კომპანიიის მხრიდან გაიცემა დაბრუნების მომენტში მოწყობილობაზე არსებული საბაზრო ფასის ნომინალის მქონე ვაუჩერი (არაუმეტეს გადახდილი თანხისა). ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია იმავე ან მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას.