შესავალი

წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართი წარმოადგენს თქვენსა და შპს „ტესსლერი”-ს შორის დადებულ სავალდებული ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენს მიერ Tessler.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და მათ დანართებს.

ყველა მომხმარებელი, რომელსაც სურს Tessler.ge ვებ-გვერდის მეშვეობით შეიძინოს პროდუქცია ან/და მიიღოს მომსახურება, ვალდებულია დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს.

 

1. ტერმინთა განმარტება

წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

“ვებ-გვერდი” – ნიშნავს www.tessler.ge, რომლის მეშვეობითაც ხდება პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების შეთავაზება/განხორციელება;

“კომპანია “ – შპს “ტესსლერი” (საიდენტიფიკაციო ნომერი: 402142052), რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და რომელსაც ეკუთვნის ვებ-გვერდი www.tessler.ge;

“მომხმარებელი” – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დარეგისტრირდება www.tessler.ge-ზე და ვებ-გვერდის მეშვეობით სურს იყიდოს პროდუქტი ან/და მიიღოს მომსახურება;

“მხარეები” – ნიშნავს კომპანიას და მომხმარებელს;

“ანგარიში” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებულ ანგარიშს;

“რეგისტრაცია” – ნიშნავს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე სპეციალური პროცედურის გავლასა და ანგარიშის შექმნას პროდუქტის შესყიდვის ან/და მომსახურების მიღების მიზნით;

“ავტორიზაცია” – მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე რეგისტრირებული ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ქმედებას.

“საგარანტიო მომსახურება“ – ნიშნავს კომპანიის ან მისი კონტრაქტორის მიერ გაყიდვის შემდეგ დაზიანებული პროდუქტის უფასო და აუცილებელ შეკეთებას საგარანტიო ტალონში მითითებული წესების მიხედვით.

“პერსონალური მონაცემი” – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ, კერძოდ, საიდენტიფიკაციო ნომრით ან პირის მახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ან სოციალური ნიშნებით ;

 

2. განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ:

2.1 მომხმარებელს აქვს სრული უფლებამოსილება იმისათვის, რომ დაეთანხმოს წინამდებარე წესებსა და პირობებს, გააფორმოს ხელშეკრულება კომპანიასთან და შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

2.2 მომხმარებელი არის ქმედუნარიანი პირი და მოქმედებს თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე და იგი არ იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული ან სხვა ნებისმიერი პრეპარატის ზემოქმედების ქვეშ, რომელიც გამორიცხავს მისი თავისუფალი ნების გამოვლენას. მომხმარებელი ასევე ადასტურებს, რომ მასზე არ განხორციელებულა რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედება, როგორიცაა მუქარა, ზეწოლა, ძალადობა და სხვა და იგი სრულად აცნობიერებს თავისი ნების გამოვლენის შინაარსა და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს.

2.3 იგი ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;

2.4 მომხმარებლის მიერ რეგისტრირებული ყველა მონაცემი არის ზუსტი;

2.5 მომხმარებელი არ არის ჩაბმული ან არ მონაწილეობს არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის მომხმარებელი) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);

2.6 “ტესსლერი” ხელშეკრულებას დებს ამ წესებსა და პირობებში მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია “ტესსლერი ”-ს მიერ ხელშეკრულებით და პირობებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის სათქმელად.

 

3. მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნა (რეგისტრაცია) და ავტორიზაცია

3.1 მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქტის შეძენის ან/და მომსახურების მიღების მიზნით, იგი ვალდებულია დარეგისტრირდეს ვებ-გვერდზე და შექმნას ანგარიში:

  • მომხმარებელი მიუთითებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი და ქვეყანა;
  • რეგისტრაციის დასასრულებლად საჭიროა, რომ მომხმარებელი ეთანხმება ვებ-გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს, ასევე თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა;
  • მომხმარებელი ვალდებულია ყოველთვის უსაფრთხოდ შეინახოს მისი პირადი ანგარიშის წვდომის კოდები და არასდროს გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს;
  • მომხმარებელი კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე,  იგულისხმება, რომ მას გააჩნია საკმარისი უფლებამოსილება, რომ მომხმარებელს დააკისროს განსაზღვრული ვალდებულებები. კომპანია სრულად იხსნის პასუხისმგებლობას მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომისას დამდგარ ზიანზე;
  • მომხმარებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და მისი განახლება. კომპანია არ იქნება პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ არანაირ ზიანზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მომხმარებლისგან ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან დოკუმენტების ან სხვაგვარი მტკიცებულების წარმოდგენა;

3.2 მომხმარებლის მიერ ანგარიშის გახსნის (რეგისტრაცია) შემდეგ, მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენება შესაძლებელია ავტორიზაციის მეშვეობით.

 

4. მომსახურების სახეები

4.1 “ტესსლერი” ვებ-გვერდის მეშვეობით გთავაზობთ:

  • პროდუქტის დისტანციურად (ონლაინ) შეძენას ან /და მასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას.

4.2 კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს ამ პუნქტით განსაზღვრული პროდუქტის გაყიდვა ან/და მომსახურების გაწევა ნებისმიერი მიზეზით. ამ შემთხვევაში, მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ პროდუქტის შესაძენად წინასწარ გადახდილი თანხა.

 

5. საგარანტიო პირობები

5.1 მხარეები თანხმდებიან, რომ მომხმარებლის მიერ შეძენილ კონკრეტულ პროდუქტზე შეიძლება ვრცელდებოდეს საგარანტიო პირობები.

5.2 საგარანტიო პირობების არსებობისას, კლიენტის მიერ საგარანტიო ვადის განმავლობაში პრეტენზია წარედგინება კომპანიას.

5.3 იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტის გადაცემიდან 7 დღეში პროდუქტზე დადგინდება ქარხნული ხარვეზი (კომპანიის დასკვნის საფუძველზე) და კომპანია ვერ უზრუნველყოფს პროდუქტის შეცვლას იგივე პროდუქტით, მაშინ მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა, ხოლო განვადების შემთხვევაში – განვადება გაუქმდება.

5.4 პროდუქტის ონლაინ შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის მიღებისთანავე დაათვალიეროს და შეამოწმოს პროდუქტი და დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას ხილული დეფექტის (ნაკაწრი, ბზარი, დაზიანებული ყუთი და სხვა) არსებობის შესახებ.

5.5 მომხმარებლის მიერ პროდუქტის ონლაინ შეძენისას, თუ დაზიანებულია საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიის შეფუთვა (და არა პროდუქტის შეფუთვა), მაშინ მომხმარებელი უფლებამოსილია არ ჩაიბაროს პროდუქტი და ვალდებულია ამის თაობაზე მაშინვე აცნობოს კურიერს ან საკურიერო/სატრანსპორტო კომპანიას და ამის შემდეგ დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიას: support@tessler.ge ან ტელ: 593 98 69 77.

5.6 მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქტის უკან დაბრუნება, თუ:

  • თუ მომხმარებლისათვის მიწოდებული პროდუქტი განსხვავდება მის მიერ შეკვეთილი პროდუქტისგან;

5.7 მომხმარებელი უფლებამოსილია მოითხოვოს:

  • პროდუქტის შეცვლა პროდუქტის გადაცემიდან 24 საათში, თუ პროდუქტზე არის ვიზუალური ხარვეზი (ნაკაწრი, ბზარი და სხვა) ან დარღვეულია პროდუქტის სასაქონლო სახე; მომხმარებელს არ აქვს უფლება მოითხოვოს პრტოდუქტის შეცვლა, თუ ნივთი გამოყენებულია.
  • პროდუქტის შეცვლა პროდუქტის გადაცემიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, თუ ფიქსირდება ქარხნული. ამ შემთხვევაში, შენარჩუნებული უნდა იყოს პროდუქტის პირვანდელი სახე დაზიანებების გარეშე და პროდუქტი წარმოდგენილი უნდა იყოს სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ყუთით;
  • პროდუქტის შეცვლა, თუ პროდუქტი ვერ შეკეთდა ჩაბარებიდან 30 სამუშაო დღის ვადაში. ნივთი შეიცვლება იდენტური მოწყობილობით. იმ შემთხვევაში, თუ შუძლებელია იდენტური მოწყობილობით ჩანაცვლება, კომპანიიის მხრიდან გაიცემა დაბრუნების მომენტში მოწყობილობაზე არსებული საბაზრო ფასის ნომინალის მქონე ვაუჩერი (არაუმეტეს გადახდილი თანხისა). ვაუჩერის განაღდება შესაძლებელია იგივე ან მეტი ღირებულების პროდუქტის შეძენისას (შესაბამისი თანხის დამატებით).
  • პროდუქტის უფასო და აუცილებელი შეკეთება განისაზღვრება საგარანტიო ტალონში მითითებულ ვადებში.

5.8 კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს საგარანტიო მომსახურება ან/და წუნდებული პროდუქტის შეცვლა, თუ:

  • გასულია პროდუქტის საგარანტიო მომსახურების/პროდუქტის შეცვლის ვადა;
  • არ არის წარმოდგენილი ან დაკარგულია საგარანტიო ტალონი;
  • საგარანტიო ტალონში პროდუქტის მონაცემები წაშლილი, შეცვლილი ან გადაკეთებულია;
  • პროდუქტის ყუთზე ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება სერიული ნომერი;
  • დაზიანებული ან ამძვრალია პროდუქტზე არსებული პლომბი ან ლუქი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შეუსაბამო მიზნით;
  • დაზიანება გამოწვეულია სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულების შედეგად;
  • პროდუქტი დაზიანდა მომხმარებელზე გადაცემის შემდეგ;
  • პროდუქტი დაშლილია (გახსნილია) თვითნებული შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;
  • დაზიანება გამოწვეულია პროდუქტის მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევის გამო;
  • დაზიანება გამწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმიას დანესტიანება, კოროზიით, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედებით, ექსპლუატაციის ან შენახვის წესებისა და პირობების დარღვევით, არაკომპეტენტური პირების მიერ არაკვალიფიციური სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოების შედეგად.

5.9 კომპანია უფლებამოსილია არ განახორციელოს საგარანტიო მომსახურება/პროდუქტის შეცვლა სხვა დამატებითი პირობების შემთხვევაში, თუ ეს მითითებულია საგარანტიო ტალონზე.

 

6. შეძენილი პროდუქტის მიმღები პირი

6.1 კომპანიის ვებ-გვერდზე რეგისტრირებული მომხამარებლის მიერ შეძენილი ნივთის მიმღები პირი შეიძლება იყოს როგორც თავად მომხმარებელი, ასევე მის მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი პირი.

 

7. კონფიდენციალურობის პოლიტიკა

7.1 გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ თანდართულ კონფიდენციალურობის პოლიტიკას. ჩვენს ვებ-გვერდზე – www.tessler.ge-ზე რეგისტრაციით და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით და ეთანხმებით კონფიდენციალურობის პოლიტიკას და ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობის ყველა პირობას.

 

8. მარეგულირებელი კანონმდებლობა

8.1 წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

8.2 მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, ხოლო შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს საქართველოს სასამართლო.

 

9. მოქმედების ვადა

9.1 წინამდებარე წესები და პირობები და მისი დანართები, ასევე მასში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება/დამატება, მოქმედებს მომხმარებლის მიერ ანგარიშის გაუქმებამდე.

 

10. დასკვნითი დებულებები

10.1 წინამდებარე წესები და პირობები, მასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტები ერთად წარმოადგენს ერთიან და მთლიან შეთანხმებას ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებით და ანაცვლებს ვებ-გვერდთან ან/და სერვისებთან დაკავშირებულ ყველა წინარე და პარალელურ რეჟიმში განხორციელებულ კომუნიკაციას, აღქმას, ასევე წერილობით ან ზეპირ განცხადებებსა და გარანტიებს.

10.2 თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით იქნა გაუქმებული, ბათილად ცნობილი ან შეწყვეტილი, აღნიშნული პუნქტი ან მისი ნაწილი აღარ იქნება გამოყენებული, რაც არ იქონიებს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე;

10.3 კომპანიას უფლება აქვს ცალმხრივად შეიტანოს ცვლილებები ამ წესებსა და პირობების ტექსტში და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომხმარებელს www.tessler.ge-ს საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებ-გვერდის, www.tessler.ge-ს ხელმისაწვდომი ნებისმიერი სხვა არხის ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

10.4 ის საკითხები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე წესებითა და პირობებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.