- ორიგინალი დამტენი და ტესსლერის დამტენი ერთნაირი ხარისხით დატენის ელემენტს?
რა თქმა უნდა, ტესსლერის დამტენი ქართულ ქსელზეა მაქსიმალურად მორგებული და იძლევა საშუალებას დაიტენოს ისეთ ადგილებშიც, სადაც ორიგინალ დამტენს საკმარისი ძაბვა არ მიეწოდება, მაგ: სოფელი, აგარაკი და ა.შ
- Nissan Leaf მყავს და მაინტერესებს Chevrolet Volt-ის დამტენით თუ დავტენი
არ აქვს მნიშვნელობა თუ რა ფირმის დამტენია, მთავარია ყურადღება მიაქციო მის სპეციფიკაციებს და სტანდარტს
- კარგი დამტენი მაქვს, მაგრამ შეიძლება ამ დროს დენი გადადიოდეს კორპუსზე?
დენის გადატანის თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში აუცილებელია დენის წყაროსა (დენცქვიტას) და დამტენს გააჩნდეს დამიწება, ხოლო თუ არ შეწყდა გადატანა აუცილებლად მიმართეთ თქვენი მანქანის ტექნიკურ სერვისს
- დამტენი სად ვიშოვო აქ ვიყიდო თუ გამოვწერო, რომელი ჯობს?
არ დაგავიწყდეს ჩვენი ტესსლური დამტენები პირდაპირ მოვარგეთ შენს დენის წყაროს, თან ლოდინი არ გეზარება? ჩვენს საიტზე კი შეგიძლია იმ დღესვე მიიღო ონლაინ შეკვეთა
- დამტენი მაქვს დამიწებით და ხანდახან დისკომფორტი მექმნება დაუმიწებელ შტეფცელზე და რო გავაუქმო დამტენზე დამიწება რამე პრობლემა ხო არ შემექმნება?
ჩვენი რეკომენდაციით, აუცილებელია დენის წყაროსა (დენქცვიტას) და დამტენს ჰქონდეს დამიწება, რათა თავიდან ავიცილოთ სახიფათო შემთხვევა და დაცული იყოს თქვენი ჯანმრთელობა
- დამტენი პლიუს მინუს რა პერიოდი ანდომებს მანქანის დატენვას?
ეს დამოკიდებულია ელემენის სიმძლავრესა და დატენვის სიმძლავრეზე, გამოსაანგარიშებლად გამოიყენე ჩვენი კალკულატორი
- მინდა ამერიკიდან გამოვაგზავნინო დამტენი და მაინტერესებს, არის დამტენებში სხვაობა?
არსებობს 4 ძირითადი სტანდარტის დამტენი: ამერიკული, იაპონური, ევროპული და ჩინური. ამიტომ ყურადღბა მიაქცეთ თუ რომელი ბაზრისთვის არის განკუთვნილი თქვენი ავტომობილი
- 16 ამპერით დატენვა აფუჭებს ბატარეასო და მართალია?
რა თქმა უნდა, არა. მანქანის მწარმოებლები არ მოგცემდნენ იმის საშუალებას, რომ დააზიანოთ ავტომანქანის ელემენტი, მით უმეტეს, ახალი თაობის ავტომობილებზე საკმარისად არის გაზრდილი “თავდაცვის” ფუნქცია და გაზრდილია დატენვის სიმძლავრე
- ჩემი მანქანა იტენება 16 ამპერით, დამტენი რო ვიყიდო 32 იანი და შევაერთო რამოხდება?
დაიტენება 16 ამპერით, რადგან მანქანა არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ მიაწოდოთ ჭარბი დენი
- მანქანას მოყვა დამტენი და აქ გამოვიყენებ?
დააკვირდი დამტენზე დატანილ სპეციფიკაციას, რომელშიც მითითებული იქნება შესაბამისი ინფორმაცია. თუ არიცი მისი წაკითხვა, მოგვწერე და დაგეხმარებით
- დამტენი გამიფუჭდა და თქვენ აკეთებთ?
ჩვენ მხოლოდ ტესსლურ დამტენებზე ვაგებთ პასუხს
- რას ნიშნავს დამტენის ქირაობა?
ქირაობა ხელსაყრელია ისეთი მომხმარებლისთვის, როლმებთაც ჰყავთ დატენვადი ჰიბრიდის (Plug-in) ტიპის მანქანა და არ სურთ დამტენის ყიდვა, მაგრამ დასჭირდათ რამდენიმე დღით
- რა ღირს და როგორ ვიქირაო თქვენი დამტენი?
ქირაობა შეგიძლია, ჩვენი ნებისმიერი არხის მეშვეობით: ვებგვერდიდან, ფეისბუქით, ინსტაგრამით, ელ.ფოსტით ან ტელეფონზე ზარით. ღირებულება დამოკიდებულია დამტენის ტიპზე
- რაღაც კითხვა მაქვს, პასუხი ვერვიპოვე და შეიძლება გკითხოთ?
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერზე გიპასუხებთ, რაც ჩვენს კომპეტენციაში შედის. დაგვიკავშირდი: ვებგვერდით, ფეისბუქით, ინსტაგრამით, ელ.ფოსტით info@tessler.ge ან ტელეფონზე +995 544 44 70 85